„ლელოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართა და გასული წლის ჯანდაცვის სექტორის დანახარჯების სტატისტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს ჯამურად დანახარჯებმა 4 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 2 მილიარდ 400 მილიონი პირდაპირ მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი ფული იყო. ლელოს წევრის განმარტებით, ეს რიცხვები ნათლად აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა ვერ პასუხობს რეალობას და იკვეთება კორუფციის და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ნიშნები.