19 წელი გავიდა მას შემდეგ ,რაც ასლან აბაშიძემ აჭარაზე კონტროლი დაკარგა და რეგიონი დატოვა. აბაშიძის რეჟიმის დასრულების წლისთავი ქობულეთში ჩოლოქის ხიდთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია პერფორმანსით აღნიშნეს. 2004 წელს ცენტრალური ხელისუფლებისგან თავისუფლების დაცვის მოტივით აჭარაში შესასვლელი ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები ააფეთქეს.