დაიწყებს თუ არა პარლამენტი ე.წ ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიებას? - ქართული ოცნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ კატეგორიულად ეწინააღმდეგება. სახელისუფლებო გუნდი აცხადებს რომ ამ გზით ოპოზიცია საკუთარი დანაშაულის დაფარვას ცდილობს. ოპოზიცია კი ოცნების ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს.