ევროპის დღეს, წელს განსაკუთრებული ემოციებით აღვნიშნავთ - ბევრი თაობის მცდელობა, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაებრუნებინა თავისი ისტორიული ადგილი, ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად იქცევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა 2022 წელს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა ნიშნავს, რომ საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა.
მისი თქმით, ქვეყნის ევროპული მომავალი საქართველოს მოსახლეობის კარგად გააზრებული პრაგმატული არჩევანია, ევროპული ღირებულებები კი - ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შემადგენელი ნაწილი.