შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა - ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი, ამიტომ, ახლა მოქმედების დროა,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსავლისას განაცხადა.
ელჩმა საკუთარი სიტყვა ქართულ ენაზე წარმოთქვა.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, „ევროპის დღეს“ საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება, რაც დიდი წარმატებაა.