აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრეთში ჩავიდა. მან ქვეყანაში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, კონსერვატორებს მთელ მსოფლიოში მარადიული ღირებულებები და პრინციპები აერთიანებთ. მისი თქმით, ტრადიციული ღირებულებების მქონე ადამიანებს ახლა ყველგან ებრძვიან.