სუდანის დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებებს გამართავენ. ქვეყნის არმიისა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ლიდერები ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის როლს საუდის არაბეთთან ერთად აშშ-ც შეასრულებს. ბოლო მონაცემებით, სუდანში მომხდარ კონფლიქტს სულ მცირე 500 ადამიანი ემსხვერპლა, 4 930-მდე კი დაშავდა. არსებული საფრთხისა და საკვების მარაგების ამოწურვის გამო სუდანი 100 000-მა ადამიანმა დატოვა. დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა.