გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზის გაშენების პროცესში მიიღო მონაწილეობა. რეგიონში ფერმერებისთვის ენდემური ვაზის ნერგების უსასყიდლოდ გადაცემა და გაშენება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში კონკურსის საშუალებით14 ფერმერული მეურნეობა შეირჩა, რომელიც 96 ფერმერს აერთიანებს. ვაზის ტერასებზე გაშენების პროცესი უკვე დაწყებულია; სხვადასხვა ლოკაციაზე 3 ათასი ნერგი ირგვება, მათ შორის გადაშენების პირას მისული ადგილობრივი აბორიგენული ჯიშები.