პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ გრძელდება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ამჯერად თბილისის 36-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო ისტორიის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტს „ჩვენი ჯარი“ თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას და თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.