ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მასპინძლობს. მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც ექსპო ჯორჯიაში იმართება, ევროკაშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნის. ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. შუმანმა წარადგინა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს.