ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წელს, ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა. მემორიალური დაფის გახსნა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის და ქართული დაისპორის წარმომამდგნელები ესწრებოდნენ. დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს და მემორიალური მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.