უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. ზურაბ ოდიშვილის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები საქართველოსა და უკრიანის დროშებით დახვდნენ და გმირ მებრძოლს პატივი მიაგეს. ზურაბ ოდიშვილი 43-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში პუტინის აგრესიას ემსხვერპლა .ის 92-ე ბრიგადის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძოდა.