კანცელარიასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედების პროტესტი დასრულებულია. ამის შესახებ მშობლებმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს. დედების თქმით, მიიღეს დაპირება, რომ მედიკამენტის შემოსატანად საჭირო ყველა სამუშაოში აქტიურად იქნებიან ჩართულები. მშობლების განცხადებით, მას შემდეგ რაც ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს მედიკმენტ ვოსორიტიდის შესყიდვას საქართველოში, ეკონომიკის სამინისტრო დაუყოვნებლივ გამოყოფს თანხებს.