33 წლის შემდეგ, ნეაპოლი იტალიის Serie A-ს გამარჯვებული გახდა, რაშიც ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი წვლილი შეიტანა და იტალიელი გულშემატკივრის აღიარება დაიმსახურა. ნეაპოლის ქუჩებში გუშინ გვიან ღამით უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რათა საკუთარი გუნდის გამაჯვება ერთად ეზეიმა. დიდი გამარჯვების შესახებ ყველა დეტალს ჩვენი ჟურნალისტი ცოტნე შაორშაძე გაგვაცნობს.