6 მაისს, ვესტმინსტერის სააბატოში ჩარლზ III-ის დიდი ბრიტანეთის მეფედ კურთხევის ცერემონია გაიმართება, რომელსაც კენტერბერიელი ეპისკოპოსი ჩაატარებს. ჩარლზ III-ის მეუღლეს, კამილას, მასთან ერთად დედოფალ-კონსორტად ანუ დედოფალ-მეუღლედ აკურთხებენ. ჩარლზ III, რომელიც აქამდე ცნობილი იყო როგორც უელსის პრინცი ჩარლზი, ბრიტანეთის მთელი ისტორიის განმავლობაში ის მმართველობის დაწყების მომენტისთვის ყველაზე ხანდაზმული მონარქია. ჩარლზ III-ის კორონაციისათვის, დიდი ბრიტანეთის მასშტაბით მზადება აქტიურად მიმდინარეობს, მოქალაქეები უკვე რიგში დგანან, რათა მსვლელობის ნახვა შეძლონ. ქვეყანაში განსაკუთრებით გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომებიც. ცერემონიას სამეფო ოჯახის წარმომადგენლების გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მიწვეული სტუმრები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება.