აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, სადაც გავრცელებული ინფორმაციით ის შენობა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის და უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენლის, დავით არახამიას სახელთანაა დაკავშირებული, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ამავდროულად ოპოზიციონერი დეპუტატები მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ე.წ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აიცილებლობაზეც საუბრობენ.