აღმოაჩინეს თუ არა თბილისის ცენტრში ე.წ ქოლ-ცენტრი. საგამოძიებო მოქმედებები აღმაშენებლის 75 ნომერში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ირკვევა რომ შენობას, რომელშიც სავარაუდო დანაშულის ადგილი იყო, 7 მესაკუთრე ჰყავს, მათგან ერთ-ერთი კი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძეა. ბრალდებებს ვაშაძეები უარყოფენ და ქოლცენტრების საქმეზე მთავარ პასუხისმგებლობას გომელაურ-ლილუაშვილს აკისრებენ.