აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ახლო პერსპექტივაა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მხარეებმა რამდენიმე რთული საკითხი განიხილეს და გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ხელშესახებ პროგრესს მიაღწიეს.
ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ შეთანხმების მიღწევა, არა მხოლოდ ისტორიული გადაწყვეტილება, არამედ ასევე აზერბაიჯანის და სომხეთის ხალხის ინტერესებში იქნება. მისივე თქმით, შეთანხმებას ორი ქვეყნის საზღვრებს მიღმაც ძალიან დადებითი ეფექტი ექნება.