თურქეთში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მიმდინარეობისას რუს და უკრაინელ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სოციალური ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა დეპუტატმა, ვალერი სტავიცკიმ უკრაინის დროშა ჩამოხია. ამის გამო მას უკრაინელი დეპუტატი ოლექსანდრ მარიკოვსკი დაუპირისპირდა.
უკრაინელ და რუს დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზშიც გაგრძელდა.