საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში USAID Georgia-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, დევიდ ჰოფმანს უმასპინძლა. შეხვედრაზე ავიამიმართულებების განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს საავიაციო ბაზარი შეფასდა, გამოვლინდა საუკეთესო პოტენციური 5 მიმართულება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში და ის ძირითადი ავიაკომპანიები, რომელთაც მოლაპარაკებების პროცესში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბიზნეს შეთავაზებებს გაუკეთებს.