ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაცია მოისმინა. ონლაინ შეხვედრას უკრაინის რადას წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის გამო კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება.
უკრაინულმა მხარემ საააკაშვილის ოჯახს მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანის კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა.
უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სააკაშვილის მინახულების მოთხოვნით უახლოეს პერიოდში მიმართავს.