9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით კონცერტი „ევროპისათვის“ გაიმართება.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონცერტი 21:00 საათზეა დაგეგმილი.
მათივე ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი - „სუხიშვილები“, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი და მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი.