აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობაში, სადაც რამდენიმე საათის წინ სპეცოპერაცია დასრულდა, ორი ოფისი არის დალუქული. სავარაუდოდ, საქმე ქოლ-ცენტრებს ეხება. აღნიშნული შენობის ერთ-ერთი მეწილე გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძეა. იგი დალუქულ საოფისე ფართებთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ შენობაში კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული არ არის.