არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელებში მთავრობის მიერ დაფინანსებული დისკრედიტაციული საინფორმაციო ოპერაციები გამოძიებას საჭიროებს. განცხადება META-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც სოციალურ ქსელებში პრემიერის მხარდამჭერი ჯგუფები და სხვა პროსახელისუფლებო ანგარიშები წაშალა. არასამთავრობოები მოუწოდებენ პარლამენტს, საგამოძიებო კომისიის ფორმატში, დეზინფორმაციული სოც.კამპანია შეისწავლოს.