NGO-ების ერთობლივი განცხადება - არასამთავრობოები თვლიან, რომ "ქართული ოცნების" დაფინანსებული დისკრედიტაციული სოცანგარიშები გამოძიებას საჭიროებს - Palitra News

NGO-ების ერთობლივი განცხადება - არასამთავრობოები თვლიან, რომ "ქართული ოცნების" დაფინანსებული დისკრედიტაციული სოცანგარიშები გამოძიებას საჭიროებს

2023-05-05 10:54:44+04:00

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელებში მთავრობის მიერ დაფინანსებული დისკრედიტაციული საინფორმაციო ოპერაციები გამოძიებას საჭიროებს. განცხადება META-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც სოციალურ ქსელებში პრემიერის მხარდამჭერი ჯგუფები და სხვა პროსახელისუფლებო ანგარიშები წაშალა. არასამთავრობოები მოუწოდებენ პარლამენტს, საგამოძიებო კომისიის ფორმატში, დეზინფორმაციული სოც.კამპანია შეისწავლოს.