ქართველი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი, რომელიც კიევის „დინამომ“ პოლონურ „ლეხში“ იჯარით გაუშვა, მომავალ სეზონში პოზნანურ კლუში დარჩენას არ აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ნარკების ფეხბურთელმა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში დაადასტურა.
როგორც წიტაიშვილმა აღნიშნა, მას მომავალი სეზონის შესახებ ჯერ არავისთან ულაპარაკია, თუმცა როგორც მან განაცხადა, თუ ის კიევის „დინამოს“ დასჭირდება, მას სატრანსფერო ფანჯრის დროს უკრაინული კლუბიდან დაუკავშირდებიან.
წიტაიშვილმა აღნიშნა, რომ პოზნანის „ლეხს“არ აქვს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის ან იჯარის გახანგრძლივების უფლება. ამავდროულად, მან განაცხადა, რომ „ლეხის“ ხელმძღვანელობა კიევის „დინამოს“ მისი გამოსყიდვის შესაძლებლობაზე ესაუბრა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. წიტაიშვილის ცნობით, მისადმი ინტერესს სხვა გუნდებიც იჩენენ. მაგრამ ჯერ ადრეა რაიმეს თქმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 22 წლის წიტაიშვილმა „ლეხში“ 29 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მას პოლონურ კლუბთან იჯარის ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში ეწურება, ხოლო „დინამოსთან“ კონტრაქტი – 2025 წლის ივნისში.