რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ღია შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზეა, მაგრამ მოსკოვი მუშაობს იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
“ვმუშაობთ იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა ღია შეიარაღებული კონფლიქტის უფსკრულში არ ჩავარდეს, ჩვენ უკვე ვართ ზღვარზე, ამ უფსკრულის ზღვარზე“, - აღნიშნა რიაბკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტები მიმდინარეობს საჭიროებისამებრ, მათ შორის მაღალ დონეზე. „არხები არსებობს და მიმდინარეობს კონტაქტები, მათ შორის, საჭიროებისამებრ, პოლიტიკურად მაღალ დონეზე“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.