"მაკდონალდს საქართველოსა" და "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად მაკდონალდსი UEFA-ს 21 წლამდე ნაკრებთა 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორი გახდა.მემორანდუმს ხელი “მაკდონალდს საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ და “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის” გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მოაწერეს.“მაკდონალდს საქართველო” არაერთხელ ყოფილა სპორტის მხარდამჭერი და ამ ეტაპზეც აგრძელებს მის გვერდში დგომას.ჩემპიონათისთვის განსაკუთრებით ემზადება მაკდონალდსის რობიტი ქეთო, რომელიც მომხამრებლებთან ტურნირის პერიოდში ფეხბურთელის ფორმით გამოჩნდება. გარდა ამისა, ტურნირისთვის შეიქმნება სპეციალური მენიუც. ასევე, მაკდონალდსის აპლიკაციაში ერთგულ მომხმარებლებს ჩემპიონატის თემატიკით სპეციალური თამაში დახვდებათ.გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას „მაკდონალდს საქართველო“ უამრავ სიურპრიზს შესთავაზებს ერთგულ მომხმარებელს.