სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის დაპირისპირება გრძელდება. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში დაპირისპირებები კვლავ მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, სუდანში მომხდარ დაპირისპირებას სულ მცირე 500 ადამიანი ემსხვერპლა, 4 930-მდე კი დაშავდა. არსებული საფრთხისა და საკვების მარაგების ამოწურვის გამო სუდანი სულ მცირე 100 000-მა ადამიანმა დატოვა. სუდანში დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. სუდანს სამხედრო გენერლები მართავენ მას შემდეგ, რაც 2019 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ავტორიტარული პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი დაამხეს.