ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი რუსეთს მოუწოდებს არ გააძლიეროს თავდასხმები უკრაინაზე, მას შემდეგ რაც მოსკოვმა კიევი კრემლზე თავდასხმასა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერაა. კრემლზე დრონით თავდასხმას ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვიც. მისი თქმით, თავდასხმისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ განხორციელებული მკვლელობის მცდელობის უკან ვაშინგტონი დგას.