ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მიზნად ისახავს. მემორანდუმის ფარგლებში, ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, რაგბის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის პერიოდში, ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდება.