ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, 9 წამყვანმა ბიზნეს ასოციაციამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერა. ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელების ერობლივი განცხადება ბრიუსელში და საქართველოს მთავრობასთან გაიგზავნება. მათივე განცხადებით, ხელისუფლებამ ხალხის ნება უნდა აღასრულოს და ევროკომისიის 12-ი რეკომენდაციის შესრულებით საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას ხელი შეუწყოს.