ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის ჯეიმს აპატურაის განცხადებას პოლარიზაციის შესახებ ხელისუფლების ოპონენტები აფასებენ და ამბობენ რომ აღნიშნული პოლარიზაციის მთავარი გამომწვევი სწორედ ქართული ოცნებაა. გარდა ამისა ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ რომ მაშინ როდესაც საქართველოს პოლიტპატიმრები ჰყავს, პოლიტიკური პოლარიზაცია დღითიდღე უფრო გაღრმავდება. რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის განცხადებაზე.