მმართველი პარტიის განცხადებით, ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა დავით კეზერაშვილის პოლიტიკური გეგმის ნაწილია. ოცნება ამტკიცებს რომ ამ გზით თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე წვდომის მიღება სურს. ოპოზიცია ფიქრობს რომ ოცნების მიერ გახმოვანებული ბრალდება საკუთარი თავის დაცვის მორიგი მცდელობაა, რადგან დარწმუნებულები არიან რომ ქოლცენტრების საქმის უკან მათ შორის ოცნების ხელისუფლება დგას.