ევროპარლამენტარები ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ. მარკეტა გრეგოროვას განმარტებით, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს სალომე ზურაბიშვილს ეს სიმბოლური გზავნილი გადასცეს. ოპოზიციონერი დეპუტატების პოზიციით, გვარამიას დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების კუთხით კი მისი გათავისუფლება აუცილებელია. პარალელურად, მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია. დეპუტატთა განმარტებით, საქართველოს კანონს, სუვერენიტეტს ყველამ პატივი უნდა სცეს. მათი პოზიციით, ნიკა გვარამიას დაკავების საფუძველი არსებობდა.