დონალდ ტრამპი, რომელიც 2024 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს ამტკიცებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მას შეუძლია 24 საათში ომი უკრაინაში დაასრულოს. „ მე კარგად ვიცნობ ზელენსკის. კარგად ვიცნობ პუტინს. მე შემიძლია დავასრულო ის ამ დროში... 100%-ით."- თქვა ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში.