ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევნების ჩატარების თარიღი დაასახელა.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 4 მაისიდან 9 მაისამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატობის მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ.
მისი განმარტებით, არჩევნები ნახევრად ელექტრონული სისტემით გაიმართება.