ევროპარლამენტარები ნიკა გვარამიას შეიწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ. მარკეტა გრეგოროვას განმარტებით, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს სალომე ზურაბიშვილს ეს სიმბოლური გზავნილი გადასცეს. ოპოზიციონერი დეპუტატების პოზიციით, გვარამიას დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების კუთხით კი მისი გათავისუფლება აუცილებელია.