SpaceX-მა მისი ყველაზე ძლიერი და მძიმე რაკეტა „ფალკონი“ კოსმოსში წარმატებით გაუშვა. აფრენა ფლორიდის შტატში ნასას კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან განხორციელდა.
SpaceX-ის რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე სამი სატელიტი განალაგა. მისია უამინდობისა და ტექნიკური ხარვეზების გამო რამდენჯერმე გადაიდო, წარმატებული გაშვება კი თბილისის დროით 04:00 საათზე შედგა.