ბუკინგემის სასახლემ ჩარლზ მესამის კორონაციამდე რამდენიმე დღით ადრე მეფისა და დედოფალი კამილას ახალი პორტრეტები გამოაქვეყნა.
სამი სურათი ფოტოგრაფმა ჰიუგო ბურნანმა ბუკინგემის სასახლეში აპრილში გადაიღო. სწორედ ბურნანმა გადაიღო ჩარლზისა და კამილას და პრინცი უილიამისა და კეიტ მიდლტონის ქორწილების ოფიციალური ფოტოები.
ჩარლზისა და კამილას კორონაცია 6 მაისს, ლონდონში, უესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.