ფრენკ ჰერბერტის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საკულტო წიგნის, დიუნის, ეკრანიზაცია 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო კინოსამყაროში. უკვე ზუსტად ვიცით, რომ ფილმის მე-2 ნაწილი კიდევ უფრო შთამბეჭდავ სანახაობას გვპირდება. ამაში დიუნი 2-ის პირველი ტრეილერიც დაგარწმუნებს:
დენი ვილნევის ახალი ფილმის მთავარ როლებში კვლავ ზენდეიასა და ტიმოთი შალამეს ვიხილავთ. უკვე ცნობილია იმ ახალი მსახიობების ვინაობაც, რომლებიც დიუნის მე-2 ნაწილში მიიღებენ მონაწილეობას. პირველი, ვინც დიუნის სამსახიობო გუნდს შეემატა, ლეგენდარული მსახიობი კრისტოფერ უოლკენია, რომელიც იმპერატორის როლს მოირგებს და ამ ისტორიის მთავარი ანტიგმირი იქნება.
დიუნის მე-2 ნაწილში ასევე ვიხილავთ ფლორენს პიუს, რომელიც პრინცესა ირულანს განასახიერებს. ვარსკვლავური შემადგენლობის სხვა წევრები არიან ოსტინ ბატლერი და ლეა სეიდუც.
დიუნის მე-2 ნაწილის მსოფლიო პრემიერა 3 ნოემბერს იგეგმება.