საქართველოში ყალბი ფულის ბრუნვა გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, მათ შორის, 2022 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 41.4%-ით გაიზარდა, ხოლო ლარის ყალბი მონეტების რაოდენობა - 2.7-ჯერ არის შემცირებული. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ყალბი დოლარის ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 89.5%-ით, ხოლო ყალბი ევროს ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 3.1-ჯერ. აგრეთვე, სხვა უცხოური ყალბი ვალუტა გაიზარდა 44.6 პროცენტით.