საქართველოში სიმინდის ფქვილის იმპორტი 113-ჯერ შემცირდა. გასული თვის სტატისტიკით სიმინდის ფქვილი ერთ-ერთი ყველაზე გაძირებული პროდუქტი იყო და მასზე ფასი 35.4%-ით გაიზარდა. თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა - პროდუქტი რამდენიმე თვეა მუდმივად ძვირდება. 68%-ით იყო გაძვირებული სიმინდის ფქვილი მარტში, 79.6%-ით - თებერვალში, 83%-ით კი იანვარში. რამ გამოიწვია თვეების განმავლობაში სიმინდის ფქვილზე ფასის მატება, რთული სათქმელია. თუმცა თუ წლევანდელი იმპორტის მაჩვენებელს ვნახავთ, გამორიცხული არ არის, რომ ამის მიზეზი თითქმის 113-ჯერ შემცირებული იმპორტი იყოს.
2023 წელს საქართველოში მხოლოდ 5.2 ათასი დოლარის 2.3 ტონა პროდუქტი შემოვიდა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტმა 52 ათას დოლარს გადააჭარბა და ჯამში 260 ტონა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სიმინდის ფქვილი ძირითადად თურქეთიდან, რუსეთიდან და იტალიიდან შემოდის.