ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ორი პალესტინელი მამაკაცი მოკლეს. Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა „დასავლეთ სანაპიროში” რამდენიმე დღის წინ ისრაელის მოქალაქე და მისი ორი არასრულწლოვანი შვილი მოკლეს.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პალესტინელებმა სრულიად უდანაშაულო ადამიანები მოკლეს, რის გამოც მათი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
ამასთან, პალესტინელების ლიკვიდაციის დრო ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი მამაკაცი მოკლეს, რომელმაც მათ ცეცხლი გაუხსნა.