პენტაგონის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 300 მილიონი დოლარამდე ღირებულების პაკეტი გამოაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის უწყების განმარტებით, დახმარება გამიზნულია უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
როგორც ცნობილია, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი სარაკეტო სისტემა HIMARS-ის საბრძოლო მასალებს, ჰაუბიცებს, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, სატვირთო მანქანებს მოიცავს.