მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პარტიის გაძლიერება და თბილისში არსებული მნიშვნელოვან პრობლემები - სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელ - ირაკლი ნადირაძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე. მათ თანამოაზრეებს ასევე გააცნეს პარტიის სამოქმედო გეგმა და მათი ხედვები ევროინტეგრაციასა და უკრაინასთან დაკავშირებით.