გუშინდელი სათამაშო დღე მეტნაკლებად შედეგიანი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის, რომელთა გუნდებიც გადარჩენისთვის იბრძვიან - ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე იტალიის სერა ა-ში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს, გიორგი მამარდაშვილის ვალენსია კი - ლა ლიგაში.
სწორედ ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში „ვალენსიასა“ და „ვილიარეალის“ მატჩი ფრედნ , ანგარიშით 1:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, რამდენიმე მომენტი შექმნეს, განსაკუთრებით აქტიური ჯექსონი იყო, რომლის მიერ დებიუტში დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგიმ ტერატსის დარტყმული ბურთი მოიგერია, საპასუხო შეტევისას მასპინძლებს პირველი შანსი მიეცათ, როდესაც ლოპესი მეკარე რეინასთან პირისპირ გავიდა და მიზანს ვერ უწია. 62-ე წუთზე ჯექსონი დიახაბის გაექცა და სამი მეტრიდან გაიტანა გოლი. მერე კავანის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, რომელსაც პასი ლინომ დაუგვიანა.
თუმცა, მალე კავანის აქტიურობას ლინოს გოლი და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. კომპენსირებულ დროში მარიმაც დალაშქრა რეინას კარი, მაგრამ არბიტრმა ისევ თამაშგარე დააფიქსირა.
„ვალენსია“ 34 ქულით მე-17 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს და 14 მაისს ვიგოში „სელტას“ დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს, სერია A-ს 33-ე ტურში მისი გუნდი გასვლაზე „მილანთან“ ფრეს დასჯერდა - შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრები კი შეცვლაზე შესულმა ოკერეკემ დააწინაურა. თუმცა, „როსონერიმ“ ფრეს კომპენსირებულ დროში მესიასის გოლით მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა შეხვედრის დასასრულს კრემონელი პიკელი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.
„კრემონეზეს“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად და დამაჯერებლად ითამაშა და ბოლოს ჟირუს მეორე სართულზე ბრძოლაც მოუგო.
„კრემონეზე“ 21 ქულით მე-19 ადგილზეა და 6 მაისს „სპეციას“ უმასპინძლებს.