რუსულმა ძალებმა, 4 მაისის ღამეს, უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის 24-მდე Shahed-136/131ტიპის „კამიკაძე“ დრონი გამოიყენეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 18 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგემ დრონები ჩრდილოეთის მიმართულებიდან (კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქიდან) და სამხრეთიდან - აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გავლით გაუშვა.
საჰაერო ძალების ცნობით, დრონები გაანადგურეს უკრაინის ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ოლქებში.
შეგახსენებთ, წუხელ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა.