"ბნელი ადგილები", ამერიკელი მწერლის, სცენარისტის და პროდიუსერის გილიან ფლინის დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 2009 წელს გამომცემლობა Shaye Areheart Books-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
ოცდაოთხი წლის წინ, კანზასის პატარა ქალაქი კინაკი გაუგონარი სისასტიკით ჩადენილმა დანაშაულმა შეძრა 15 წლის ბიჭმა, ბენ დეიმ, დედა და ორი და დახოცა. მკვლელს სასწაულით გადაურჩა დეების ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი – 7 წლის ლიბი, რომელსაც ამ ტრაგედიამ მთელი ცხოვრება დაუმახინჯა. მრავალი წლის შემდეგ ლიბი დეი, რომელიც ძმის სასამართლო პროცესზე მთავარი მოწმე იყო, გადაწყვეტს, პირადად შეხვდეს მას და პასუხი მიიღოს იმ კითხვებზე, რომლებიც ამდენი წელია მოსვენებას არ აძლევენ. არადა, წარსულში დაბრუნება ძალიან საშიშია! იქ ბევრი სისხლიანი საიდუმლო იმალება!
გილიან ფლინი 1971 წლის 24 თებერვალს კანზას სიტიში, მისურის შტატში დაიბადა. საშუალო სკოლა მშობლიურ ქალაქში 1989 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც ადგილობრივ უნივერსიტეტში მოეწყო ინგლისური ენისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რომელიც წარჩინებით დაამთავრა. მწერალმა ორი წელი გაატარა კალიფორნიის შტატში, სადაც ადგილობრივ ჟურნალში კადრების განყოფილებაში მუშაობდა. მოგვიანებით მან ჩიკაგოს შტატს მიაშურა ჟურნალისტიკაში მაგისტრის ხარისხის მისაღებად, რომელიც 1997 წელს დაამთავრა. თავდაპირველად ფლინს სურდა, რომ პოლიციის რეპორტიორად ემუშავა, თუმცა მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ ამ მიმართულებით სამუშაო უნარ-ჩვევები არ გააჩნდა და გადაწყვიტა, რომ მისი დრო და ენერგია სამწერლო მიმართულებისთვის განევითარებინა.
ფლინი მცირე ხნით მუშაობდა შტატგარეშე თანამშრომლად US News & World Report-ში, სანამ 1998 წელს Entertainment Weekly-ში დაიქირავებდნენ სცენარისტად, მოგვიანებით ფლინი დააწინაურეს და ტელეკრიტიკოსის პოზიციაზე გადაიყვანეს, სადაც ის წერდა ფილმების შესახებ. მუშაობის პარალელურად მწერალი ახერხებდა თავისუფალი დრო საკუთარი რომანების წერისთვისაც დაეთმო, სწორედ ამ პერიოდში მოახერხა მან მისი სამი რომანის დაწერა.
გილიან ფლინს ჯამში დაწერილი აქვს 4 რომანი, მისი წიგნები ნათარგმნია და გამოცემულია მსოფლიოს 40 ქვეყანაში, სადაც მათი მილიონობით ეგზემპლიარია გაყიდული.წიგნის მიხედვით 2015 წელს ტელეეკრანებზე გამოვიდა ფილმი უცვლელი სახელწოდებით, რომლის რეჯისორიც ჟილ-პაკ-ბრენერია, ხოლო როლებს ასრულებენ ისეთი ცნობილი მსახიობები როგორებიც არიან შარლიზ ტერონი ნიკოლას ჰოლტი, კრისტინა ჰენდრიკსი და სხვები.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2016 წელს, გამომცემლობა "პალიტრა ელის" მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელსა და "პალიტრა ელის" ვებგვერდზე palitral.ge