უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ნატოს შემდეგი წევრი უნდა გახდეს მას შემდეგ, რაც შვედეთი შეუერთდება ალიანსს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ კარგად იცის, რომ სანამ რუსული აგრესია გრძელდება, მისი ნატოში გაწევრიანების პროცედურის განხორციელება შეუძლებელია.